ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში, სევერდონეცკში,  ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მაშველებმა შენობიდან 7 ბავშვი და 15 ზრდასრული გამოიყვანეს. მათგან 8 ექიმია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share