ომის კოშმარი სულ უფრო მეტი უკრაინელისთვის ყოველდღიურობა ხდება. რუსული აგრესიის გამო, მილიონობით ადამიანი იძულებულია ოჯახებიანად საცხოვრებელი სახლებიდან, სოფლებიდან, ქალაქებიდან და მთლიანად ქვეყნიდან გაიქცეს. და ამ გაქცევისასაც კი მათ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები.
ოკუპანტები ესვრიან და ხოცავენ განურჩევლად ყველას, ვინც დაბომბილი ან ალყაში მოქცეული ქალაქებიდან გაქცევას ცდილობს. ათობით ბავშვი უკრაინაში სწორედ ომისგან თავის დაღწევის მცდელობისას დაიღუპა. ისინი კი ვინც ალყიდან გასვლას ვერ ახერხებენ, იძულებული არიან მიწის ქვეშ ჩავიდნენ და მეტროს სადგურებში, სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრება დაბომბვის ყოველწუთიერ მოლოდინში გააგრძელონ.
მთავარი არხი