“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მთავრობა დასავლელ პარტნიორებს უხსნის თუ რატომ ვერ დაუწესებს საქართველო რუსეთს სანქციებს და მათ ეს ესმით.
„დასავლელ პარტნიორებს ჩვენ ვუხსნით და მათ ესმით, როგორც მე ვხედავ. ყველას ესმის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ერთ კილომეტრშია ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა ჩვენი ცენტრალური მაგისტრალიდან. ეს ყველას ესმის და ვინმეს თუ არ ესმის, შეგვიძლია ჩავიყვანოთ, ნახავენ და მიხვდებიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში”.