რუსები ცხოველებსაც არ ინდობენ – ცხენსაშენი გაანადგურეს, სადაც 32-მდე ცხენი ცოცხლად დაიწვა (ფოტოები)

უკრაინაში, ქალაქ ჰოსტომელში მდებარე ცხენსაშენი რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხენსაშენში მყოფი ცხენების უმეტესობა ცოცხლად დაიწვა.

არსებობს ვარაუდი, რომ 32 ცხენიდან რამდენიმემ გაქცევა შეძლო, თუმცა დადასტურებული არაა.

როგორც მედიასთან მეპატრონემ განაცხადა, ცხენსაშენის განადგურებამდე რუსმა სამხედროებმა მას უთხრეს, რომ სახლი დაეტოვებინა და დაემუქრნენ, რომ ცხენებს დახოცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.

რუსები ცხოველებსაც არ ინდობენ - ცხენსაშენი გაანადგურეს, სადაც 32-მდე ცხენი ცოცხლად დაიწვა (ფოტოები)
tia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share