პუტინი ჰიტლერივით, რუსი სამხედროები კი გერმანელი SS-ელებივით იქცევიან – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა სოფიაში თავის ბულგარელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ამ საზარელი ომის დანაშაულის მონაწილეები საერთაშორისო ტრიბუნალებზე პასუხს მკაცრად აგებენ.
“რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო მარცხია დიადი რუსული არმიისა, რომელსაც ევროპა უნდა დაეპყრო”, – თქვა ანდჟეი დუდამ.