ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშისა და ევროკავშირის დროშის გვერდით უკრაინის სახელმწიფო დროშა გამოფინეს.
ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში, მორიგი სხდომა იწყება. დღის წესრგით 20-ზე მეტი საკითხია გათვალისწინებული.
მთავრი სიახლე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშისა და ევროკავშირის როშის გვერდით უკრაინის სახელმწიფო დროშაა გამოფენილი.
ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებლომ სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამი ქართველი გმირის ხსოვნას, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.