ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიას ევროპის მიღმაც აქვს შედეგი

“ვლადიმირ პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ევროპის მიღმაც აქვს შედეგი. ჰუმანიტარული საჭიროებები უკვე რეკორდულად მაღალ დონეზეა. კრემლის წამოწყებული ომი სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს. ევროკავშირი, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დონორი 2024 წლამდე 2.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს იმ რეგიონების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო დაუცველობით. ჩვენ ასევე სპეციალურ ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ ევროპაში გაიზარდოს საკვების წარმოება”.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის ჰუმანიტარულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share