ოზურგეთის მერია სტრუქტურულ რეფორმას გეგმავს.
მერის მოადგილემ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები დღეს წარუდგინა. გიორგი ღურჯუმელიძის განმარტებით, რეფორმა შიდა და სახელწიფო აუდიტების დასკვნების გათვალისწინებით მოხდება. საკითხი ხმაურის ფონზე განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეჭვი აქვთ რომ რეორგანიზაციის ფარგლებში არასასურველ პირებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ისინი მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდასაც აპროტესტებენ.
მერის მოდგილე ბრალდებებს უარყოფს.