ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მოელის, რომ მსოფლიო ლიდერები დაეთანხმებიან გააძლიერონ ნატოს პოზიცია ყველა სფეროში, ალიანსის ძალების მნიშვნელოვანი გაზრდით, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში.
“პირველი ნაბიჯი არის ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში არსებულ ძალებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება ნატოს 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი. აღმოსავლეთ ფლანგზე ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე”, – თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მზად არიან უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთონ, თუმცა ნატო-ს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს.