თბილისის მერთ-ერთ მარკეტში რუსი ეროვნების ქალი აგრესიულობით გამოირჩეოდა. ,,მე რუსი ვარ” სკანდირებდა რუსეთის მოქალაქე და საზოგადოებას შუა თითს აჩვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, დახურულ სივრცეში პირბადე გაეკეთებინა.
დიახ, მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს- სკანდირებდა რუსი.
აი, ეს მთვრალი, აგრესორი არსება თავს დამესხა კარფურში. პირბადე არ გაიკეთა დაცვის მოთხოვნაზე და შარფი ააფრიალა, ჩვენს ქვეყანაში ჩვენს წესებს დაემორჩილეთ-თქო და ხელით გამოიწია ჩემზე”, – წერს Facebook მომხმარებელი.