რუსეთის პრეზიდენტს ოლიგარქები აუმხედრდნენ. დასავლური სანქციებით შეშინებული რუსი მილიარდერები უკრაინას ეხმარებიან. ეს სკანდალური განცხადება ,,პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ,,ბილინგატის” გამომძიებელების ჯგუფის შეფმა, ხრისტო გროზევმა, გააკეთა, ადამიანმა, რომელიც პუტინის გარემოცვიდან ამბებს პირველი იგებს.
”არიან რუსი ოლიგარქები, სერიზული ოლიგარქები, რომლებიც დათანხმდნენ, დახმარებოდნენ უკრაინას, მე ახლა ვცდილობ, მოვიპოვო მათი თანხმობა, რომ დავასახელო მათ სახელები, რადგან არ მინდა, რომ მათი სიცოცხლე დროზე ადრე დასრულდეს იმის გამო, რომ მე გავასაჯაროვე, იმედი მაქვს, ისინი დათანხმდებიან მათი ვინაობის დასახელებაზე” – აცხადებს ხრისტო გროზევი.
ხრისტო გროზევის ინფორმაციით, რუსული შეიარაღება ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა საოკუპაციო ძალა დანებებას არ აპირებს. პუტინის სურვილია, ომი 7 მაისამდე დაასრულოს, რომ 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმი ჩაატაროს.
მისივე ინფორმაციით, პუტინი აღარავის ენდობა და შიდა ამბოხების შიშით ის ყველაზე დაცულ ბუნკერშია ჩასული.
,,ბილნგატის” საგამოძიებო ჯგუფის შეფი ყვება, რომ მოსკოვიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში დღეში რამდენიმე რეისი სრულდება, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ რუსეთს პრეზიდენტი ნამდვილად ურალის ბუნკერშია.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის კრემლში, მაშინ, როდესაც ისინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობენ, ნებისმიერი პრეზიდენტი უნდა იყოს მზად გაქცევისთვის, ვიდრე ღილაკს ხელს დააჭერს, რადგან ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ის სწრაფად გაქცევას ვერ შეძლებს, ამიტომ პუტინი უკვე იმყოფება სადღაც შორს მოსკოვიდან.
თვითმფრინავების ის გადაადგილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, მიანიშნებს, რომ არსებობს ხელისუფლების კონცენტრაციის ახალი წერტილი კრემლიდან შორს – სადღაც ურალში, ჩვენ ვხედავთ ყოველდღე რამდენიმე რეისს ქალაქ უფას მიმართულებით.”- აცხადებს რეპორტიორი.
ხრისტოს გროზევი რუსეთის სპეცსამსახურებში ყველაზე სანდრო წყაროებს ფლობს, მისი გამოძიებულია დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმე, ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.