უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკვე სასწრაფოს 58 მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს. როგორც მინისტრი ფეისბუქზე წერს, დღეს სასწრაფოს ექიმებს, რომლებიც აქტიურ საომარ მოქმედებებში მუშაობენ, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების პირველი პარტია გადაეცათ.
უკრაინული მედიის ცნობით, 21 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, საავადმყოფოებსა და ექიმებზე 52 თავდასხმა დაფიქსირდა.
ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა პიტერ მაურერმა უკრაინას უკვე უწოდა ორგანიზაციის ყველაზე დიდი ოპერაცია.