უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ უკრაინა საფრანგეთის მხარდაჭერას ხედავს და აფასებს.
“უკრაინა ხედავს, რომ საფრანგეთი, როგორც ყოველთვის აფასებს თავისუფლებას და თქვენ მას იცავთ. გახსოვთ რა არის თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. თითოეული ეს სიტყვა სავსეა ძალით. მე ვგრძნიბ ამას, უკრაინა გრძნობს ამას. ამიტომ ჩვენ ველით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერისგან, რომ თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ რუსეთს მშვიდობისკენ, რომ დავასრულოთ ეს ომი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის წინააღმდეგ”, – თქვა ზელენსკიმ.