უკრაინელი ჟურნალისტი, Ria-Melitopol-ის ვებსაიტის დირექტორი, სვეტლანა ზალიზეცკაია ამბობს, რომ ოკუპანტებმა მისი მამა გაიტაცეს. ჟურნალისტის განცხადებით, რუსი სამხედროები მელიტოპოლში მის სახლში შეიჭრნენ, გაჩხრიკეს და 75 წლის მამაკაცი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„დედაჩემს უთხრეს, რომ მამას მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნებდნენ, რაც მათთან მივიდოდი. მაგრამ მე არ ვაპირებ ჩასვლას, რადგან ქალაქი დავტოვე, გალინა დანილჩენკოსთან საუბრის შემდეგ, რომელმაც ჩვენი საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავი ქალაქის „მერის“ მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა“, – თქვა სვეტლანა ზალიზეცკაიამ.