NATO-ს ინფორმაციით, უკრაინაში 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა ან დაიკარგა.
ინფორმაციას BBC ნატოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალიანსის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლულ რუს სამხედროთა რიცხვი 7 000-დან 15 000-მდე მერყეობს.