ოზურგეთელი ძალოსანი გოგონა ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ოზურგეთელი ძალოსანი გოგონა ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

19 – 22 მარტს ქ. ზუგდიდში ძალოსნობაში , თხუთმეტწლამდელთა შორის ზუგდიდის ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძალოსნობის სექციის ( სოფ. მერია) სპორტსმენებმა მიიღეს.
აღნიშნული ჩემპიონატიდან გამარჯვებულის ტიტული და ოქროს მედალი 11 წლის მარიამ გველუკაშვილმა წამოიღო. მარიამმა ორჭიდში ჯამში 65 კგ. დაძლია.
ოზურგეთელი ძალოსნები ასპარეზობისთვის ჯუმბერ და თეიმურაზ
ღლონტებმა მოამზადეს.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share