პოლიტიკური მოძრაობა “დროა” – ს ლიდერი, ელენე ხოშტარია დღეს, თბილისის ერთ ერთ მარკეტში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც რუსეთის მოქალაქე ქალბატონი აგრესიულად იქცევა და “დიდება რუსეთს” ყვირის:
”სლავა რასიი საქართველოში არ უნდა ჟღერდეს. წერტილი. არც ალტინფოსგან არც რუსი თავხედი ქალისგან.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ პროპუტინისტების ადგილი არ არის! არავინ არავის არ ცემს და არ უნდა ცემოს, პასუხი კი უნდა გასცეს აუცილებლად!
რას ვიპრანჭებით არ მესმის.” – წერს ხოშტარია.