78 წლის კაცმა მოლოტოვის კოქტეილით რუსების “გრადი” დაწვა – ბაშტანკის მერი

ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ბაშტანკის მერი აცხადებს, რომ 78 წლის მამაკაცმა მოლოტოვის კოქტეილით ცეცხლი წაუკიდა რუსი ოკუპანტების “გრადს“.

ალექსანდრე ბერეგოვოას თქმით, ტერიტორიულ თავდაცვას მათ რიგებში ჩასაწერად ადგილობრივმა 78 წლის მცხოვრებმა მიმართა, თუმცა ასაკის გამო ის არ მიიღეს, თუმცა როდესაც ბაშტანკაში დამპყრობლებთან ბრძოლა დაიწყო, „ის თვითონ წავიდა საგუშაგოზე, აიღო მოლოტოვის კოქტეილი, ესროლა გრადს, გრადს ცეცხლი მოეკიდა”.

Unian-ის ცნობით, ბაშტანკას მერი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტებმა ქალაქში შესვლის მცდელობები ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი წინააღმდეგობის გამო შეწყვიტეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share