უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება პუტინის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზის საფასურს რუბლში გადაახდევინებს:
“თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს, რომ გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლებში, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებელი არჩევანი.” წერს დმიტრო კულება.
შესაბამისი მექანიზმის შემუშავება პუტინმა ცენტრალურ ბანკს გუშინ, 23 მარტს დაავალა და ერთკვირიანი ვადა მისცა.