მსოფლიოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 10:30 საათზე, ბარელის ფასმა 122,2 დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 11 დოლარით მეტია კვირის დასაწყისში არსებულ ფასთან შედარებით. 21 მარტს ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 111 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა.
ამასთან, იზრდება ფასი ამერიკულ ნედლ ნავთობზე, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც Brent-ის ტიპის. WTI-ის საწვავი ამ დროისთვის 115 დოლარი ღირს. კვირის დასაწყისში კი ბარელი ნავთობის ფასი 107-108 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.