უკრაინის პრეზიდენტის მორიგი მიმართვა მსოფლიო ლიდერებს – ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად G7-ის წარმომადგენლებს ესაუბრა რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე:
“სჯობს ახლა უკრაინას დაეხმაროთ იმ იარაღით, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისთვის, შუა აზიის ქვეყნებისთვის.
რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს დემოკრატიის ინტერესებშია. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილი.” განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს ნატოს სამიტის მონაწილეებს მიმართა.