კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, საკუთარი მობილური ტელეფონისთვის, აიფონ 13-სთვის, ტყავის ჩასადებისა და ეკრანის დამცავისათვის 369 ლარი, სახლის აუდიო სისტემის, ბლუთუზის, კარაოკესა და გიტარისთვის კი ბიუჯეტის ფული, 1639 ლარი, დახარჯა. ცნობისათვის, ბექა ოდიშარია ოფიციალური მილიონერია, მისი მხოლოდ ერთი მაჯის საათი მინიმუმ 50 ათასი ლარი ღირს, სახლში 41 ფერწერული ტილო აქვს, რომელთა ფასი 100 ათასს აჭარბებს.
ოდიშარია მარტო არ არის. ბიუჯეტის ფულით ,,აიფონ 12″ იყიდა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ტელეფონი პროგრამებით დატვირთა და ამისთვის პროგრამისტს ფული ისევ ბიუჯეტიდან გადაუხადა. მობილურს დამცავი გადაკრა და ამ ყველაფერში ჯამში ხალხის ფული 3327 ლარი დახარჯა. ,,ოცნების” დეპუტატს კახური კლანიდან ერთი მობილური არ ჰყოფნის და ამიტომ მეორე შეიძინა-,,სამსუნგის” ერთ-ერთი ახალი მოდელი.
კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, ირაკლი ქადაგიშვილი თელავში მოსახლეობასთან შეხვედრებისას სასტუმრო ,,ზუზუმბო”-ში ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს იმ დროს, როცა მეზობელ საგარეჯოში სახლი აქვს და სრულად შესაძლებელია, ღამე საკუთარ სახლში გაათიოს.
მე 4 სამაჟორიტარო ოლქი მაქვს, ანუ ძალიან დიდი ტერიტორიაა, სახლი არ მაქვს იქ და ამიტომ იქნა ეს ხელშეკრულება გაფორმებული. თუ რამე მომიწევს დარჩენა, მქონოდა ამის საშუალება. საგარეჯოში მაქვს სახლი, მაგრამ საგარეჯოდან იქამდე მისვლა შორი გზაა.
რაც შეეხება ტელეფონს, მისი შესყიდვის უფლება გამაჩნია. ამ ტელეფონს სამსახურეობრივად ვიყენებ– განაცხადა ქადაგიშვილმა.
.კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ სახეზეა ბიუჯეტის სახსრების არარაციონალური ხარჯვა.
ნორმალური ადამიანისთვის ეს აიხსნება, როგორც ბიუჯეტის ფულის არარაციონალური ხარჯვა. მისი კომფორტისთვის დახარჯვა. სხვა დანარჩენი, შუბლის ძარღვი აქვს ამ ადამიანს გაწყვეტილი და რაც არ უნდა თქვას, ფაქტია ერთია- ამ ადამიანმა ბიუჯეტის ფული საკუტთრი კომფორტისთვის გამოიყენა– ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.
ტვ პირველი