“შენც გრცხვენია რუსი რომ ხარ ხომ?” – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დანილ მედვედევმა “ინსტაგრამიდან ” რუსეთის დროშა წაშალა

რუსმა ჩოგბურთელმა დანილ მედვედევმა “ინსტაგრამის” გვერდიდან მშობლიური რუსეთის სამფეროვანი დროშის სურათი წაშალა.

რუსმა ჟურნალისტებმა ყურადღება მსოფლიოს პირველი ჩოგანის უცნაურ საქციელზე უკრაინასთან ომის შემდეგ გაამახვილეს. ადრე პროფილის ფონურ სურათზე რუსეთის დროშა იყო გამოსახული. 2021 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულმა დანილ მედვედევმა სამფეროვანის მოხსნაზე განმარტება არ გააკეთა.

გამოცემა Sports.ru იუწყება, რომ მედვედევის წარმომადგენელეს დროშის მოხსნის მიზეზებზე უკვე გამოჰკითხეს, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ამაზე კომენტარის გაკეთებისთვის ჩვენ მზად არ ვართ“, – ასეთი პასუხი მიიღეს სპორტსმენისგან ჟურნალისტებმა.

კომენტარებში ჩოგბურთელის გვერდს უკვე შეუტიეს და მისგან განმარტებას ითხოვენ. მათგან უმრავლესობა რუსულენოვანი გამომწერები არიან:

“შენც გრცხვენია რუსი რომ ხარ ხომ?”

”სამაგიეროდ ბრენდების სახლები არ წაშალა”

“დროშის ფულს არ იხდიან?”

“თუ ეს მართალია, მაშინ გრცხვენოდეთ”

“ვისი გეშინია?”

”ვწუხვარ, რომ დროშა მოაშორე, რუსები ასე არ იქცევიან”

“სად გაქრა რუსეთის დროშა?”

„რატომ მოაშორე დროშა? აღარ ხარ რუსი? რუსეთი აღარ არის შენი სამშობლო? ”- წერენ კომენტარებში.

 

image

სავარაუდოდო, საკმაოდ ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, თუ რატომ გააქრო დანილ მედვედევმა რუსეთის დროშა პროფილიდან და კომენტარებშიდაც საკმაოდ კარგად ხვდებიან, თუმცა მასზე ღიად საუბარს ჩოგბურთელი მაინც ერიდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპული სანქციების გამო რუს და ბელორუს სპორტსმენებს დროშების და რუსეთის ფედერაციის ჰიმნის გამოყენება ეკრძალებათ.

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share