კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები, რომლებმაც რუსული გემი На Х*й-ზე გაუშვეს, ტყვეობიდან გაათავისუფლეს

კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები, რომლებმაც რუსული გემი На Х*й-ზე გაუშვეს, ტყვეობიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით დღეს მოხდა პირველი სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა. მისივე თქმით, 10 ტყვე ოკუპანტი, 10 უკრაინელ  ჯარისკაცში გაცვალეს.

გარდა ამისა, ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსულ მხარეს გაუგზავნეს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესის მახლობლად დატბორილ გემზე გადაარჩინეს.

ამ გაცვლის შედეგად, “საფირონის” სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მესაზღვრეები, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ზმეინის კუნძულიდან. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო გემიც დაბრუნდება უკრაინაში და თურქეთის პორტში გაიგზავნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share