უკრაინის 402 000 მოქალაქე ოკუპანტებმა იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, მათ შორისაა 84 000 ბავშვი – დენისოვა

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის 402 000 მოქალაქე ოკუპანტებმა იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, მათ შორისაა 84 000 ბავშვი.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს ადამიანები რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს როგორც მძევლები იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე თავის მოთხოვნების შესასრულებლად. დენისოვას ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის მოქალაქეები თავის ტერიტორიაზე გადაჰყავს ძირითადად ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა სტანიცია ლუგანსკადან, ვოლნოვახადან და მარიუპოლიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share