დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს და უკრაინელების პოზიციის გახმოვანების გამო აქებს. მის განცხადებას უცხოური მედია ავრცელებს:
პრეზიდენტი ზელენსკი შესანიშნავი ლიდერია. მან გააერთიანა საკუთარი ერი და მის ხმად იქცა. როგორც ჩერჩილი ამბობდა, შესაძლოა თავად ლომი არ იყო, მაგრამ ღრიალის პრივილეგია გქონდეს. უკრაინელი ხალხი ლომია და ზელენსკი მათ ახმოვანებს, – აცხადებს ჯონსონი.