თუ უკრაინაში ჯარს გააგზავნი, მაქსიმუმ ერთ თვეში ხელისუფლებაში აღარ იქნები და ძალიან ცუდად დაასრულებ, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს.
”ლუკა, შენთვის ცუდი რჩევა არასდროს მომიცია. თუ უკრაინაში ჯარს გააგზავნი, მაქსიმუმ ერთ თვეში ხელისუფლებაში აღარ იქნები და ძალიან ცუდად დაასრულებ. შენც იცი, რომ პუტინს შენი ბედი არ აინტერესებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.