”პრეზიდენტს, მითუმეტეს საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ ერთი მხრივ პრეზიდენტს და მეორე მხრივ პრემიერმინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რაც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით მიკუთვნებული და ეს არის არსებითად სიმბოლური როლი.”