მწერალი, ლაშა ბუღაძ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“უკრაინამ, ვიდრე თავის ომს მოიგებს, უკვე მოიპოვა გამარჯვება საქართველოსთვის: სტრასბურგმა გააუქმა პროპაგანდისტული მითი, რომ “საქართველომ ომი დაიწყო” 2008 წელს. ამის აღიარებას 14 წელი დასჭირდა და ეს უკრაინელთა ბრძოლის შედეგია. ეს ომი მათ უკვე მოიგეს ჩვენთვის – გუშინ ჩამოსვენებულ ქართველ ეროვნულ გმირებთან ერთად, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, თავიანთი სიცოცხლე გაიღეს თუნდაც ამ სიმართლისთვის ბრძოლაში.
ისტორიას ახლა უკვე ვეღარაფერი შეცვლის. ეს თავი სამუდამოდ დახურულია”, – წერს ლაშა ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.