რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23–ე საშუალო სკოლა. 1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963–1969 და 1972–1976 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 – ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 – სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.
მსგავსი სტატიები
- 87
კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ასე ეხმაურება: "დღეს რაც ხდება კულტურის სამინისტროში, ზუსტად თეასნაირი სჭირდებოდა... კულტურის სამინისტრო არ არსებობს, მთლიანად დაშლილია და ზუსტად ისეთი პრინციპული ადამიანია საჭირო მინისტრად, როგორიც თეაა. თქვენ არ იცით იქ რა ხდებოდა - არც გვეძახდნენ, არავის აზრი აინტერესებდათ - თვითონ წყვეტდნენ…
- 86
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად ალბომით “CITY LIGHTS” გრემის ჯილდოს მოლოდინშია. ამის შესახებ განცხადება მაესტრომ პირველად გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა: “ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 2020 წლის ნამუშევარი, აუდიო–ალბომი, რომელსაც უკვე უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო ტურნე, თუმცა, სამწუხაროდ, გადაიდო. ნოსტალგიური ალბომი გამოვიდა…
- 85
პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამის შესახებ სახელმწიფოს და მმართველი გუნდის პოზიცია საკმაოდ ნათელია. გარკვეული პოლიტიკოსებისგან მოგვისმენია განცხადებები, რომ ეს ტერიტორია მთლად ჩვენიც არ არის და „შეიძლება სხვისია“ - ასეთი განცხადება კი მიუღებელია. „გარეჯის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის…
- 84
გამარჯობა! გახლავართ სოფიო ღლონტი. დავიბადე 1983 წლის 4 თებერვალს. ჩემი ლოტბარი ბაბუის ნოე ბარბაქაძის დაბადების დღეზე, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩემთვის 4 თებერვალს. ვარ გურული მთელი თავისი შუშპარობით.(ტიტუუუ...ხომ წარმოგიდგენიათ)?....მოვჩქეფ, მოვჩქეფ და მეტიც...გადმოვლახე ჯებირები, მოვრაკრაკებ და მოვედინები... ვამართლებ ზოდიაქოსაც -- ვარ მეწყული , რომლის სიმბოლოა კაცი, რომელიც დოქიდან ღვრის წყალს. ამავე დროს…