“ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სადღაც გაუჩინარდა… მაინტერესებს, პირადად თუ სურდა ჩერნობაევკას მონახულება?” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“გასულ კვირას ჩვენმა გმირულმა შეიარაღებულმა ძალებმა მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. მნიშვნელოვანი დანაკარგებია. ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სადღაც გაუჩინარდა… მაინტერესებს, პირადად თუ სურდა ჩორნობაევკას მონახულება?” – ამბობს ზელენსკი.
შოიგუს გაუჩინარებაზე მედია 2 დღის წინ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
“შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს” – ასე ხსნის კრემლი თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას. განცხადება დიმიტრი პესკოვმა “ტასთან” გააკეთა და თქვა, რომ შოიგუს “ბევრი საზრუნავი აქვს” უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციასთან” დაკავშირებით. პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მინისტრს შესაძლოა გულის პრობლემები ჰქონდეს.
“ბელინგქეთის” დამფუძნებლის, ხრისტო გროზევის ცნობით კი, “ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა ბუნკერშია… ამას მათი სამხედრო თვითმფრინავის გადაადგილებაც ადასტურებს”.