ოფიციალურად, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ ისაუბრა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას სამხედრო დახმარებას გაუწევს”.
“აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება” – თქვა მან.