დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 3 აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.
გარდაცვლილ პაციენტთაგნ ერთი 68 წლის კაცია, მეორე 51 წლის, მესამე კი 67 წლის ქალი ქობულეთიდან.
აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსის გარდა შაქრიანი დიაბეტი ,ინსულინდამოკი – დებული, გულის ქრონიკული უკმარისობა, დეკომპენსაცია და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
68 წლის კაცს კორონავირუსის გარდა შემდეგი თანმხლები დაავადებები ჰქონდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია.
ხოლო 51 წლის კაცს: ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი. თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 208 პირი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 11 794;
- გამოჯანმრთელებულია – 6 327;
- მათ შორის გარდაცვლილია – 85;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 971;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.
მსგავსი სტატიები
- 56
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 აჭარიდანაა. ამ თემაზე ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში 4, აჭარის რეგიონში 7, ხოლო იმერეთში ასევე 4", - თქვა ბაერდია სიჭინავამ. აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2…
- 56
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რიცხვი 72 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 10 752; გამოჯანმრთელებულია - 5 866; მათ შორის გარდაცვლილია - 72; კარანტინის რეჟიმში…
- 54
დღევანდელი, 23 ოქტომბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცავალა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562; გამოჯანმრთელებულია - 9 751; მათ შორის გარდაცვლილია - 183; კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 408; კოვიდ…
- 54
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია -123 470 გამოჯანმრთელებულია - 102 270 გარდაცვლილია - 1 161 კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 114 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 863 სტაციონარში მეთვალყურეობის…