რუსეთი კურილის კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთი კურილის კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს, – რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ რუს მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, სამხედრო წვრთნაში მონაწილოებას 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს.

ცნობისთვის, უკვე 70 წელზე მეტია, რაც კურილის არქიპელაგის რამდენიმე კუნძული იაპონიისა და რუსეთის დავის საგანია. უთანხმოების გამო რუსეთსა და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share