აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ არის საშიშროება საქართველო ერთპარტიული მმართველობის მქონე ქვეყნების სიას შეუერთდეს.
საქართველოს სჭირდება ოპოზიცია – ამბობს კრამერი “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას. გადაცემა “მთავარი მსოფლიოში”, დევიდ კრამერი არჩევნების შედეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს:
საქართველოს სჭირდება ოპოზიცია და ყველა პარტიის მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხრიდან, ამაში იგულისხმება ქართული ოცნებაც. ეს მოწოდება, რომ უკანონოდ გამოაცხადოს ნაციონალური მოძრობა, არ არის კარგი ნიშანი, ასევე არც დაფინანსების შეწყვეტა და იმედია, ორივე მხარე გაიგებს, რომ მოილაპარაკონ ქვეყნის საკეთილდღეოდ” ამბობს კრამერი.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება ცუდია როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი იმიჯისთვის ქვეყნის გარეთ და პოლიტიკური კრიზისით, მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული:
საქართველო ისევე როგორც აშშ პანდემიაშია, ამიტომ პოლიტიკური პროცესები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ყურადღება მიექცეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკას და ახალ ადმინისტრაციას, რომელიც აშშ-ში მოდის. ერთადერთი მხარე, რომელიც სარგებელს იღებს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან, ეს არის მოსკოვი – ამბობს დევიდ კრამერი.
ოპოზიციას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნითა და დაფინანსების შეწყვეტით გასულ კვირას, ირაკლი კობახიძე დაემუქრა