ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

მარტის ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ლევან გორგაძემ თავის მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

ქართველმა ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა, მას 9 მოგება და 5 მარცხი აქვს. ტოჩინოშინის მთავარი მიზანი ბოლო ბრძოლის მოგებაა, რათა რეიტინგში დაწინაურდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share