უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. ის მასობრივი დაბომბვის დროს, ირპენში დაიღუპა. ეს არის მეოთხე ქართველი გმირი, რომელიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბატალიონში ჩაეწერა.
იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა