მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმე, თუმცა სტაბილურია. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაში მყავს“ – აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 654პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.
მსგავსი სტატიები
- 94
- 93
- 93
- 92
საპატრიარქო კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვას ავრცელებს. „მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და…