პროტესტი ალტ – ინფოს წინააღმდეგ – აქცია ქობულეთში

სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დღეს ქობულეთში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ალტ – ინფოს ოფისის გახსნა.  ისინი ქობულეთის ცენტრში, კონსერვატორების ოფისთან შეიკრიბნენ.
ამბობენ რომ პრორუსული ძალის   ადგილი საქართველოში არ არის.
აქტივისტებმა გააპროტესტეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც,  როცა აქტივისტებზე თავდამსხმელი აგრესიული ჯგუფის წევრები სასამართლო დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.  აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან და პატივი მიაგეს გმირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share