ლვოვში ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭურვი სახლს, ან სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა, დადასტურებული არ არის. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი – ინფორმაცია ტელეგრამ არხებით ვრცელდება.
ლვოვის მერი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ოკუპანტებმა ქალაქი ცოტა ხნის წინ დაბომბეს.