რუსული ფაშიზმის კიდევ ერთი მსხვერპლი უკრაინაში, 47 წლის დავით გობეჯიშვილია – აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ვეტერანი გასულ ღამეს, ირპენთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა; აფხაზეთიდან დევნილი, დავით გობეჯიშვილი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერთან საბრძოლველად, ომის წინა ხაზზე, ოთხი დღის წინ ჩავიდა.
სწორედ ირპენის ოკუპანტებისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია და მტრის უკან დახევის დროს ქალაქის დაბომბვა, ქართველი გმირისთვის საბედისწერო აღმოჩნდა;
დავით გობეჯიშვილი უკვე მეოთხე ქართველი სამხედროა, რომელიც რუსულ ოკუპაციას უკრაინაში ემსხვერპლა;
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს;
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის, ძმათა სასაფლაოზე ადგილი ხელისუფლებამ ვერ გამონახა; თუმცა გმირები, საქართველოს მოქალაქეებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და გმირი სამხედროების გმირმა დედებმა, ღირსეულად გააცილეს.
დავით გობეჯიშვილის გარდა, უახლოეს დღეებში, სამშობლოში კიდევ ერთ ქართველ გმირს გადმოასვენებენ – ბახვა ჩიქობავას, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ დაიღუპა.