დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, დღეს ავდეევკაში ე.წ. ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, მან ამის შესახებ ტელემარათონის დროს განაცხადა.
სევეროდონეცკის, ვოლნოვახასა და რუბიჟნეს დაბომბვის შესახებ კითხვებზე, კირილენკომ თქვა: “სამწუხაროდ, დაბომბვა ხდება სხვა ქალაქებშიც. თითქმის მთელი საათის განმავლობაში. ეს ეხება სადემარკაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ქალაქებს. დღეს ავდეევკაში გამოიყენეს ფოსფორის საბრძოლო მასალა” – თქვა კირილენკომ
მისივე თქმით, ამ საბრძოლო მასალის გამოყენებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ეს საგანგაშოა.
შეგახსენებთ, 24 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს ლუგანსკის რაიონშიც.