ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, სადაც უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი:
“ნუ გეშინიათ, დიქტატორი ვერასდროს წაშლის თავისუფლებისადმი სიყვარულს!
უკრაინა ვერასდროს იქნება რუსეთისათვის გამარჯვება! ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს ომი რუსეთისთვის უკვე სტრატეგიული მარცხია!
ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხისადმი – ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. წერტილი!
ღვთის გულისათვის, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს!” – თქვა ჯო ბაიდენმა