”რუსი ოლიგარქის ხელში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირები, მიწაში ტრიალებენ”

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

”ბიძინა ივანიშვილმა ერთი დაპირება ზედმიწევნით კარგად შეასრულა – “საქრთველო არასდროს გახდება რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების ვაშლი”, მაშინ ამ სიტყვების მნიშვნელობას ბევრი ვერ მიხვდა ან/და მიხვდა და გაატარა,რადგან ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, სააკაშვილის და ენმ-ს სიძულვილით დაბრმავებულები.

გავიდა წლები და მართლაც, 2013 წლიდან დღემდე, საქართველო ყველა მნიშვნელოვანი ფორუმიდან გაქრა,როგორც რეგიონალური ლიდერი.

ქვეყანა რომელიც ფლაგმანი იყო ბოლო ოცდაათი წელი ბრძოლისა და ცვლილებების პოსტსბჭოთა სივრცეში,დღეს იმის პრობლემა უდგას,შეინარჩუნებს თუ არა სახეს, ბოროტების იმპერიასთან გადამწყვეტ ბრძოლაში და რომ არა ჩვენი ბიჭები,შესაძლოა მოღალატის სტატუსიც კი აგვერტყა.

მე “ქართულ ოცნებასთან”ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს,რადგან 2012 წლის 1 ოქტომბერს ვიცოდი ვინც იყვნენ.ისინი მთელი ეს წლებია, დავალებას ასრულებენ.

მე იმ ხალხთან და პოლიტიკოსებთან მაქვს პრეტენზია,ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში, დათვურ სამსახურს უწევდით ამ ქვეყანას, თქვენი დუმილით,თქვენი ენის მოჩლეფვით და სიძულვილით დაბრმავებულები ენმ-ს და მ.სააკაშვილის მიმართ ,იქამდე მიაყვანინეთ რუს ოლიგარქს ეს ქვეყანა,რომ ყველა ის ისტორიული ფიგურა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლიბისთვის ბრძოლას,მისი სუვერენიტეტის აღდგენას და ბოროტების იმპერიასთან ბრძოლას სიცოცხლეები შეალიეს,დღეს სიმწრით მიწაში ტრიალებენ!” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share