უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 12 ჟურნალისტი დაიღუპა, დაიჭრა – 10

უკრაინაში, რუსეთი შეჭრის შემდეგ, 12 ჟურნალისტი დაიღუპა, 10 კი – დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

„ომს უკვე 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ისინი აშუქებდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებს და ამას შეეწირნენ. მედიის კიდევ 10-მა წარმომადგენელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, – წერს ვენედიქტოვა „ფეისბუქზე“.

მისივე თქმით, დადასტურებულია რუსული ძალების მიერ ჟურნალისტების გატაცების 6 ფაქტიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share