არ უნდა მჯდარიყო გავრილოვი სავარძელში, პროვოკაცია ვერ გავთვალეთ – ირაკლი კობახიძე

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 20 ივნისს გავრილოვი პარლამეტნში სავარძელზე არ უნდა დამჯდარიყო. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ვერ გაითვალა, რომ ასეთი პროვოკაცია შეიძლებოდა მიგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ თავი დავიზღვიეთ ყველაფრისგან, ანუ არ უნდა მჯდარიყო გავრილოვი ამ შემთხვევაში სავარძელში. თავი გვქონდა დაზღვეული, ასე ვფიქრობდით, თუმცა პროვოკაცია ვერ გავთვალეთ, რაც, ასევე, შეცდომა იყო. ეს პროვოკაცია იყო გავრილოვის მხრიდან. შეთანხმებული იყო წინასწარ სეკრეტარიატთან და სამდივნოსთან, ვინ უნდა მჯდარიყო სავარძელში – ეს იყო ბერძენი გენერალური მდივანი. როცა ეს იცი და შეგენებულად ამას აკეთებ, ეს შეიძლება შეფასდეს პროვოკაციულად“,-  განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share