“ჩვენ, ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი”

თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას – უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის ეს  განცხადება თბილისში ყველასთვის მიუღებელია.

ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ომში ჩართვისკენ მოწოდება არ ჯდება მორალურ საზღვრებში. პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანას ოკუპაციის პრობლემის მოგვარებისთვის მშვიდობიანი გზა აქვს არჩეული.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებენ, თუმცა ეს მოხდება მშვიდობიანი გზით.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადამიანები არიან გაღიზიანებულნი ამგვარი პოლიტიკის განხორციელების გამო. ხშირ შემთხვევაში მოგვიწოდებენ, გვიკიჟინებენ, რომ საქართველო როგორმე ჩაერთოს თავის ტერიტორიებზე, თავის ქვეყანაში ომში. ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იქნება და არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის და განხორციელების გზით  ნაბიჯების გადადგმას,” – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share