საქართველოში კორონავირუსი კიდევ 824 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 46 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე, განახლდა.
“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 184 668-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მსგავსი სტატიები
- 95
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212526-ს შეადგენს. აქედან 188408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2182 გარდაიცვალა.
- 93
- 92
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 904 ადამიანს დაუდასტურდა, 4 316 გამოჯანმრთელდა, ამასთან გარდაიცვალა 53 პაციენტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 465…
- 92
ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ, – ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს. „ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ-19 ბლოკისა ფაქტობრივად, დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობ და…