უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები რამდენიმე რეგიონში კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, საუბარია ხარკოვის, სუმის, ასევე კიევის ოლქსა და ხერსონზე.
“მეტოქეს ახლა ორი მთავარი ამოცანა აქვს – ალყაში მოახვედროს ჩვენი ჯარები, ბოლო მოუღოს მარიუპოლს და ხერსონის სამხრეთი ნაწილი არ დაკარგოს…თუ სამხრეთ ნაწილში ისინი პოზიციებს დაკარგავენ, მათი მდგომარეობა მარიუპოლში გაუარესდება. შემდეგი 2 კვირა არაერთგვაროვანი იქნება”, – განაცხადა არესტოვიჩმა.