“კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არაფერი გაკეთდება” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არაფერი გაკეთდება” – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

“მარიუპოლი სამხედრო ალყის ნათელი მაგალითია. სამხედრო ალყები საშინელი ომებია, რადგან სამოქალაქო მოსახლეობას ხოცავენ, ანადგურებენ. ტანჯვა საშინელია” – თქვა მან. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share